понедельник, 4 августа 2008 г.

31.07.08 დღე მეორე


ჩვენ გაგვაცნეს უკრაინიდან ჩამოსული ქალბატონი ნინა დემენტიევსკა რომელიც იეარნ-ის პროგრამის კოორდინატორია. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის. შემდეგ ბატონმა პავლემ მოგვცა საშუალება დავრეგისტრირებულიყავით ფორუმზე და საშუალება იმისა, რომ გამოვხმაურებოდით ამა თუ იმ განცხადებას.ასევე დავალება თუ რა ვიცოდით ქვეშეთის შესახებ, რა არ ვიცოდით,დასმული კითხვები უნდა დაგვეჯგუფებინა და უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჰიპოთეზა. ყველაფერმა საკმაოდ კარგათ ჩაიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როდესაც პრეზენტაცია დასრულდა გართობის მიზნით მოვაწყვეთ დისკოტეკა რამაც ყველა ჩვენგანი გაგვახალისა. ძალიან კარგათ გავერთეთ.

Комментариев нет: