понедельник, 4 августа 2008 г.

02.08.08 დღე მეოთხე




ბანაკის დილა ჩვეულებრივ საუზმით დაიწყო, შემდეგ ტრენერებმა აგვიყვანეს სააქტო დარბაზში, სადაც გაგვაცნეს მკვლევარის თვისებები და მოგვამზადეს საველე სამუშაოებისთვის. 12:00 გადავანაწილეთ ფუნქციები, გვანცა და გიორგი დამკვირვებლები, ნუკა, მარი, გვანცა, მზია და ლელა იღებენ ინტერვიუს ასევე ვეცნობით ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებს. 12:30 გავდივართ ბანაკიდან. 12:45 ვეწვიეთ ერთ-ერთ მცხოვრებს -ჯემალ კაიშაურს,სწორედ ამ მცხოვრების რეკომენდაციით გადავწყვიტეთ გადავსულიყავით მეზობელ სოფელშ -მლეთაში, რომელიც მდებარეობს ქვეშეთიდან 3-4 კილომეტრში. გზად მოვილოცეთ წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, იქ გავესაუბრეთ ერთ-ერთ სტიქაროსანს. საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა ქალბატონი ლიდა ბურდული სოფელ მლეთიდან. მეგზურობა გაგვიწია 13 წლის შიომ, დაახლოებით 14:00 სთ-თვის უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, დავნაყრდით და ქვეშეთისკენ მომავალ პურით დატვირთულ სამარშუტო ტაქსს გამოვყევით. 14:50 უკვე ქვეშეთში ვიყავით, გავიყავით ორ გუნდად ნაწილი ავიდა ქვეშის მთაზე და იქიდან გადავიღეთ ფოტოები. ჩვენი ბოლო რესპოდენტი გახდა სასტუმროდან 200მ დაშორებით მცხოვრები ტარიელ ბუჩუკური, რომელმაც მოგვაწოდა საინტერესო დოკუმენტული მასალა. ეს დღე ყველასთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო, შინ შთაბეჭდილებებით უზომოდ დატვირთულნი დავბრუნდით, ასევე უზომოდ კმაყოფილნი დავრჩით, რადგანაც ჩვენი ჰიპოთეზა ასე თუ ისე გამართლდა.


ჩვენი კვლევის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია
http://flickr.com/photos/29240680@N02/page2/

Комментариев нет: