понедельник, 4 августа 2008 г.

02.08.08 დღე მეოთხე




ბანაკის დილა ჩვეულებრივ საუზმით დაიწყო, შემდეგ ტრენერებმა აგვიყვანეს სააქტო დარბაზში, სადაც გაგვაცნეს მკვლევარის თვისებები და მოგვამზადეს საველე სამუშაოებისთვის. 12:00 გადავანაწილეთ ფუნქციები, გვანცა და გიორგი დამკვირვებლები, ნუკა, მარი, გვანცა, მზია და ლელა იღებენ ინტერვიუს ასევე ვეცნობით ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებს. 12:30 გავდივართ ბანაკიდან. 12:45 ვეწვიეთ ერთ-ერთ მცხოვრებს -ჯემალ კაიშაურს,სწორედ ამ მცხოვრების რეკომენდაციით გადავწყვიტეთ გადავსულიყავით მეზობელ სოფელშ -მლეთაში, რომელიც მდებარეობს ქვეშეთიდან 3-4 კილომეტრში. გზად მოვილოცეთ წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, იქ გავესაუბრეთ ერთ-ერთ სტიქაროსანს. საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა ქალბატონი ლიდა ბურდული სოფელ მლეთიდან. მეგზურობა გაგვიწია 13 წლის შიომ, დაახლოებით 14:00 სთ-თვის უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, დავნაყრდით და ქვეშეთისკენ მომავალ პურით დატვირთულ სამარშუტო ტაქსს გამოვყევით. 14:50 უკვე ქვეშეთში ვიყავით, გავიყავით ორ გუნდად ნაწილი ავიდა ქვეშის მთაზე და იქიდან გადავიღეთ ფოტოები. ჩვენი ბოლო რესპოდენტი გახდა სასტუმროდან 200მ დაშორებით მცხოვრები ტარიელ ბუჩუკური, რომელმაც მოგვაწოდა საინტერესო დოკუმენტული მასალა. ეს დღე ყველასთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო, შინ შთაბეჭდილებებით უზომოდ დატვირთულნი დავბრუნდით, ასევე უზომოდ კმაყოფილნი დავრჩით, რადგანაც ჩვენი ჰიპოთეზა ასე თუ ისე გამართლდა.


ჩვენი კვლევის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია
http://flickr.com/photos/29240680@N02/page2/

01.08.08 დღე მესამე





გათენდა. ჩვენი დღე როგორც ყოველთვის გემრიელი საუზმით დაიწყო. უკრაინაში iearn-ის კოორდინატორმა გვასწავლა თუ როგორ გავარკვიოთ საიტზე განთავსებული ინფორმაცია სანდოა თუ არა. ამის შემდეგ ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია და ვივარჯიშეთ შესწავლილი მასალის მიხედვით.საღამოს კი განტვირთვირთვის მიზნით წავედით ხევში კოცონის დასანთებათ. ვითამაშეთ და ვიხუმრეთ, ამასობაში კი დაღამდა. მართალია არ გვინდოდა სასტუმროში დაბრუნება მაგრამ სხვა გზა აღარ გვქონდა. ტელეფონების შუქით გავიკვლიეთ უკან დასაბრუნებელი გზა და კმაყოფილები დავბრუნდით შინ.

31.07.08 დღე მეორე


ჩვენ გაგვაცნეს უკრაინიდან ჩამოსული ქალბატონი ნინა დემენტიევსკა რომელიც იეარნ-ის პროგრამის კოორდინატორია. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის. შემდეგ ბატონმა პავლემ მოგვცა საშუალება დავრეგისტრირებულიყავით ფორუმზე და საშუალება იმისა, რომ გამოვხმაურებოდით ამა თუ იმ განცხადებას.ასევე დავალება თუ რა ვიცოდით ქვეშეთის შესახებ, რა არ ვიცოდით,დასმული კითხვები უნდა დაგვეჯგუფებინა და უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჰიპოთეზა. ყველაფერმა საკმაოდ კარგათ ჩაიარა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როდესაც პრეზენტაცია დასრულდა გართობის მიზნით მოვაწყვეთ დისკოტეკა რამაც ყველა ჩვენგანი გაგვახალისა. ძალიან კარგათ გავერთეთ.

30.07.08 დღე პირველი





პირველ დღეს აიერნის კოორდინატორებმა გაგვაცნეს პროგრამა და შევიმუშავეთ ბანაკის წესები. შემდეგ მოხდა გუნდების იდენტიფიკაცია. სულ დავიყავით ხუთ, შვიდ კაციან ჯგუფათ. ცოტა ხნის შემდეგ გუნდებს დაგვევალა შეგვექმნა საკუთარი ლოგო, გუნდის სახელი და სლოგანი. ჩვენი გუნდის წევრებმა: გვანცამ, ნუკამ, გიორგიმ, გვანცამ, ლელამ, მზიამ და მე , მარიმ გუნდს დავარქვით სახელი “მყინვარი”, სლოგანი_”towards the tops” და რა თქმა უნდა შევქმენით ლოგოც.